ხელბარგი

ხელბარგის (1 ერთეული) გადატანის უფლება შედის ბილეთის ფასში და ის ვრცელდება ჩვენს ყველა რეისზე:

ხელბარგი - 10 კილოგრამამდე (40×30×20 cm).

ასევე ნებადართულია:

  • ერთი მცირე ზომის ხელჩანთა ან ლეპტოპის ჩანთა.
  • ერთი ქურთუკი, მოსასხამი ან პლედი, ერთი ქოლგა, ერთი წყვილი ყავარჯენი ან სასეირნო ჯოხი, ერთი მცირე ზომის ფოტოაპარატი ან ბინოკლი, შეზღუდული რაოდენობის საკითხავი მასალა, ჩვილის ეტლი და Duty-Free-ში რეისის დღეს გამგზავრების აეროპორტში შეძენილი პროდუქცია.

თვითმფრინავში ჩასხდომისას ზემოთ მითითებულ მოცულობაზე/წონაზე/რაოდენობაზე მეტი ხელბარგის აღმოჩენის შემთხვევაში, გადაჭარბებული ხელბარგი არ დაიშვება ან დაგეკისრებათ გადასახადი - 60 (სამოცი) ევროს ოდენობით.

ბარგის გადასახდელები უკან არ ბრუნდება.

ბასრი ან წვეტიანი ნივთები ხომალდზე არ დაიშვება. სითხის გადატანა დასაშვებია არაუმეტეს 100 მილილიტრიანი ჭურჭლით.

კოდშეარინგის ან ინტერლაინ მგზავრობის შემთხვევაში, გაითვალისწინეთ, რომ ხელბარგის წესები დადგენილია მათ შორის სხვა ავიაკომპანიების მიერ. დეტალური ინფორმაციის მისაღებად რეკომენდირებულია წესების გაცნობა სხვა შესაბამისი ავიაკომპანიების ვებგვერდებზეც, რადგან ავიაკომპანიაების წესები შესაძლოა განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან.


სახიფათო ტვირთი ხელბარგში

IATA-ს (საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია) სახიფათო ტვირთების გადაზიდვის რეგულაციების თანახმად, სახიფათო ნივთად კლასიფიცირებული ქვემოთ ჩამოთვლილი ნივთების საჰაერო ხომალდის სალონში ხელბარგის სახით გადატანა კატეგორიულად აკრძალულია. მაგალითად, ასაფეთქებელი ნივთიერებები, გაზები, ადვილად აალებადი ნივთიერებები, ოქსიდანტები, ტოქსიკური ან ინფექციური, კოროზიის გამომწვევი ან/და რადიოაქტიური ნივთიერებები.

ზოგიერთი პირადი ნივთის გადატანა დასაშვებია შეზღუდული რაოდენობით, მაგალითად: ჰიგიენური საშუალებები, რეცეპტით გაცემული მედიკამენტები და ელექტრონული მოწყობილობები, იმ პირობით, თუ ისინი აკმაყოფილებენ ავიაკომპანიისა და უსაფრთხოების მოთხოვნებს.

ზემოხსენებული ნივთების წაღების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ფრენამდე მინიმუმ 24 საათით ადრე გადაზიდვაზე დასტურის მისაღებად.

სახიფათო ტვირთის ძირითადი კატეგორიები

  • ფეთქებადი ნივთიერებები: ფოიერვერკები, მაშხალები, დეტონატორები.
  • გაზები: აეროზოლები, შეკუმშული გაზის ბალონები, თვითთბობადი საკვები.
  • აალებადი სითხეები და მყარი ნივთიერებები: საწვავი, ზოგიერთი საღებავი, გამხსნელები, ასანთი, ოქსიდანტები და ორგანული პეროქსიდები: ზოგიერთი ქიმიური საწმენდი და სამრეწველო ნივთიერებები.
  • ტოქსიკური და ინფექციური მასალები: შხამები, ბიოლოგიური საფრთხის მატარებელი მასალები, რადიოაქტიური ნივთები.
  • კოროზიის გამომწვევი ნივთიერებები: მჟავები, ტუტეები, სველი ელემენტის ბატარეები.

ზოგადად აკრძალული ნივთები

  • ბასრი საგნები: დანები, მაკრატლები, მრავალფუნქციური ინსტრუმენტები.
  • ასანთი და სანთებელები.
  • იარაღი და მისი რეპლიკა: სათამაშო იარაღები, ელექტროშოკის მოწყობილობები, ცეცხლსასროლი იარაღი (ნამდვილი ან რეპლიკა).
  • მაღალი სიმძლავრის ელექტრონული მოწყობილობები: მოწყობილობები ლითიუმის ბატარეებით, რომელთა სიმძლავრე აღემატება 160 Wh-ს ან რომელთა გამორთვა შეუძლებელია.
  • ვეიპები და ელექტრონული სიგარეტები.

ნებადართული ნივთები თუკი აკმაყოფილებს ქვემოთ მოცემულ პირობებს

  • სითხეები, გელები და აეროზოლები: ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი არიან მოთავსებული არაუმეტეს 100 მლ მოცულობის ინდივიდუალურ კონტეინერებში და ერთობლივად არ აღემატება 1 ლიტრს.
  • მედიკამენტები: ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები და მცირე სამედიცინო მოწყობილობები, შენახული თავდაპირველ შეფუთვაში.
  • ელემენტები და პორტატული დამტენები: დამატებითი ლითიუმის ბატარეები და პორტატული დამტენები უნდა მოთავსდეს მხოლოდ ხელბარგში, განსაზღვრული ლიმიტების ფარგლებში.
  • ელექტრონული მოწყობილობები: ლეპტოპები, ტაბლეტები და ტელეფონები ნებადართულია, თუმცა უსაფრთხოების შემოწმების მიზნით შესაძლოა დამატებითი შემოწმების მიზნით მოგთხოვოთ ელემენტის განცალკევება.