ჩასაბარებელი ბარგი

CLICK STANDARD და CLICK ADVANTAGE ბილეთების ტარიფი მოიცავს ჩასაბარებელ ბარგს, ხოლო CLICK LITE ბილეთი ითვალისწინებს მხოლოდ ხელბარგს.

CLICK LITE: 1 ერთეული ხელბარგი 10 კილოგრამამდე (40×30×20 CM)
CLICK STANDARD: CLICK LITE + ჩასაბარებელი ბარგი (1 ერთეული 23 კგ - მდე)
CLICK ADVANTAGE: CLICK STANDARD + ბილეთის შეცვლა/დაბრუნების მოქნილი პირობები

დამატებითი ბარგის შეძენა შესაძლებელია წინასწარ, გაფრენამდე 3 საათით ადრე ან აეროპორტში რეგისტრაციის დროს.


დამატებით შეძენილ ბარგში გადახდილი თანხა არ ექვემდებარება დაბრუნებას ან/და სხვა რეისზე/თარიღზე გადაცვლას.

წინასწარი ყიდვა 35 ევრო გაფრენამდე 3 საათით ადრე ბარგის ყიდვა, 1 ადგილი - არაუმეტეს 23 კგ.
დაშვებული ზომების გადაჭარბება 30 ევრო არასტანდარტული ბარგი რომლის სიგანე+სიმაღლე+სიგრძე აღემატება 158 სმ. საფასურის გადახდა ხდება მხილოდ აეროპორტში რეგისტრაციის დროს
დაშვებული წონის გადაჭარბება 30 ევრო ბარგი, რომლის წონა აღემატება 23 კგ - ს, მაგრამ არ აჭარბებს 32 კგ - ს. საფასურის გადახდა ხდება მხოლოდ აეროპორტში რეგისტრაციის დროს
დაშვებულზე დიდი ზომა და წონა 50 ევრო საფასურის გადახდა ხდება მხოლოდ აეროპორტში რეგისტრაციის დროს
დამატებითი ბარგის ერთეული 60 ევრო 1 ერთეული ბარგის შეძენა - 23 კილოგრამამდე. გადახდა ხდება მხოლოდ აეროპორტში რეგისტრაციის დროს.

ჩასაბარებელ ბარგში დაუშვებელია შემდეგი ნივთების გადატანა: მსხვრევადი საგნები (მათ შორის სათვალე), საკვები და მალფუჭებადი პროდუქტები, განსაკუთრებული ღირებულების მქონე ნივთები (ფული, გასაღები, დიდი რაოდენობის მედიკამენტები), ფასიანი ქაღალდები და სხვა ძვირფასი ნივთები, საქმიანი დოკუმენტები, პასპორტები და სხვა საიდენტიფიკაციო საბუთები, ნიმუშები, სამკაულები, ძვირფასი მეტალები, ელექტრონული მოწყობილობები (მათ შორის კამერები, კომპიუტერები, მობილური ტელეფონები), აგრეთვე მუსიკალური ინსტრუმენტები.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაუშვებელია ბარგის გაერთიანება ორ ან მეტ მგზავრს შორის (გარდა ოჯახის წევრებისა, გაერთიანებული ერთ ჯავშანში). ერთი ერთეული ჩასაბარებელი ბარგის წონა არ უნდა აღემატებოდეს 32 კგ - ს.

სახიფათო ნივთები ჩასაბარებელ ბარგში

უსაფრთხოების მიზნით, გარკვეული ნივთების გადატანა ჩასაბარებელ ბარგში კატეგორიულად აკრძალულია. აკრძალულ ნივთებს შორისაა - ასაფეთქებელი მასალები, ვაზნები და სხვა საბრძოლო მასალა, ფოეიერვერკები, ადვილად აალებადი ნივთიერებები, აირები (მაგალითად ბუტანი ან ჟანგბადი), ქიმიურად აგრესიული და მომწამვლელი მასალები, ასევე სპეციალური მოწყობილობები, როგორიცაა სიგნალიზაციით აღჭურვილი უსაფრთხოების ჩანთები.


ასევე, ზოგიერთი ნივთის გადატანა, როგორიც არის: აეროზოლები, მშრალი ყინული ან ალკოჰოლური სასმელები შესაძლებელია მხოლოდ მკაცრად განსაზღვრული წესებისა და შეზღუდვების დაცვით.

კატეგორიულად აკრძალულია შემდეგი ნივთების გადატანა ჩასაბერებელ ბარგში

  • ასაფეთქებელი და აალებადი ნივთები: საბრძოლო მასალა, დეტონატორები, ფოიერვერკები, სასიგნალო მაშხალები და მსგავსი მოწყობილობები.
  • აალებადი მასალები: სანთებელას საწვავი, საღებავები, ასანთი, გამხსნელები და სხვა ადვილად აალებადი ნივთიერებები.
  • შეკუმშული გაზები: აალებადი, არააალებადი და ტოქსიკური გაზები, მათ შორის ჟანგბადი, პროპანი და სამაცივრო გაზები.
  • კოროზიის გამომწვევი ნივთიერებები: მჟავები, ტუტეები, ვერცხლისწყალი, თხევადი ელემენტები (wet cell batteries).
  • ტოქსიკური და ინფექციური ნივთიერებები: პესტიციდები, ინსექტიციდები, სარეველების საწინააღმდეგო საშუალებები, ცოცხალი ვირუსის კულტურები.
  • სხვა საშიში ნივთები: სიგნალიზაციით აღჭურვილი ჩანთა, ელექტროშოკის მოწყობილობები (stun guns) და ზოგიერთი თვითდაბალანსებადი სატრანსპორტო მოწყობილობა (მაგალითად, ჰოვერბორდები).

დაშვებულია შეზღუდვებით

  • ლითიუმის ელემენტები: მოწყობილობები, რომელთა ინტეგრირებული ელემენტის სიმძლავრე 160 ვტ - ს (Wh) აღემატება, არ დაიშვება. სათადარიგო ან ცალკეულ ელემენტებზე მოქმედებს ტევადობის მკაცრი ლიმიტები.
  • მშრალი ყინული: დაშვებულია მცირე რაოდენობით (არაუმეტეს 2.5 კგ) მალფუჭებადი პროდუქტების გადასატანად, მხოლოდ შესაბამისი მარკირებისა და შეფუთვის პირობებში, რომელიც უზრუნველყოფს CO₂-ის გამოყოფას.
  • აეროზოლები: დაშვებულია მხოლოდ ჰიგიენური და სამედიცინო დანიშნულების აეროზოლები, დადგენილი რაოდენობრივი ლიმიტების ფარგლებში.
  • ალკოჰოლი: 24%–70% ალკოჰოლის შემცველობის მქონე სასმელები დაშვებულია თითო მგზავრე არაუმეტეს 5 ლიტრისა.

მგზავრობამდე

  • ზემოაღნიშნული ნივთების გადატანის შემთხვევაში, ტრანსპორტირების ნებართვის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ წინასწარ.
  • აუცილებლად განაცხადეთ სახიფათო ტვირთის შესახებ. ამის შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს დაჯარიმება ან მგზავრობის შეფერხება.