ბარგის სპეც კატეგორიები

ხომალდის საბარგო განყოფილებაში შეზღუდული სივრცის გამო, არასტანდარტული ზომის ბარგის ტრანსპორტირება საჭიროებს წინასწარ გაფრთხილებას და დაჯავშნას.

სათხილამურო აღჭურვილობა

ერთი სათხილამურო კომპლექტის აღჭურვილობა მოიცავს: ერთი წყვილი თხილამური, ერთი წყვილი სათხილამურო ჯოხი, ერთი წყვილი სათხილამურო ჩექმები ან ერთი სნოუბორდი, ერთი წყვილი ჩექმა - საერთო წონა მაქსიმუმ 23 კგ.

სათხილამურო აღჭურვილობის გადატანა უფასოა იმ შემთხვევაში, თუ მგზავრს არ გააჩნია სხვა ჩასაბარებელი ბარგი და არ აღემატება დადგენილი წონის და რაოდენობის ლიმიტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სათხილამურო აღჭურვილობის საფასური შეადგენს 40 ევროს თითო კომპლექტზე.

სპორტული აღჭურვილობა

სათხილამურო აღჭურვილობის გარდა, სხვა სპორტული ინვენტარი არ შედის უფასო ბარგის ლიმიტში.

23 კგ - მდე - 60 ევრო
23-დან – 32 კგ-მდე - 90 ევრო

სპორტული ინვენტარის გადაზიდვაზე უარის თავიდან აცილების მიზნით გთხოვთ, შეგვატყობინოთ წინასწარ (არაუგვიანეს გაფრენამდე 24 საათით ადრე).


ველოსიპედები

ველოსიპედად ითვლება:

  • სტანდარტული ერთადგილიანი ველოსიპედი (სასეირნო ან სარბოლო), რომელიც არ არის აღჭურვილი ძრავით.
  • ორადგილიანი ველოსიპედი (ე.წ. ტანდემი).

ველოსიპედის ტრანსპორტირებისთვის საჭიროა წინასწარი შეტყობინება დაჯავშნის დროს.

შეფუთვა:

  • საჭე უნდა იყოს ფიქსირებული ჩარჩოზე.
  • პედლები უნდა იყოს მოხსნილი.
  • უნდა იყოს შეფუთული მუყაოს ყუთში ან სპეციალურ პლასტიკურ ჩანთაში.

არ შედის უფასო ბარგის ლიმიტში.

23 კგ - მდე - 60 ევრო
23-დან – 32 კგ-მდე - 90 ევრო


მუსიკალური ინსტრუმენტები

მუსიკალური ინსტრუმენტები, რომლებიც აჭარბებენ ხელბარგის ნორმებს და მათი ბუნებიდან გამომდინარე ვერ თავსდებიან საბარგო განყოფილებაში, შესაძლებელია გადატანილ იქნას სალონში დამატებითი სავარძლის მეშვეობით.

სავარძლის ხელმისაწვდომობა უნდა შემოწმდეს, დაიჯავშნოს და საფასური გადაიხადოს ფრენამდე მინიმუმ 48 საათით ადრე.

ფასი დამოკიდებულია დაჯავშნის მომენტში არსებულ ტარიფზე.

დასაშვები მაქსიმალური ზომებია:

  • 150x40x15 სალონის იატაკიდან.
  • 110x40x40 სავარძლიდან.
  • მაქსიმალური დასაშვები წონა ერთ სავარძელზე არის 75 კგ.