მგზავრების განსაკუთრებული კატეგორიები

თანმხლები პირის გარეშე მცირეწლოვანს (5-დან 14 წლამდე ბავშვი, რომელიც მგზავრობს მშობლის ან სულ მცირე 18 წლის კანონიერი წარმომადგენლის გარეშე) შეუძლია ისარგებლოს ბავშვის ჩვენი მეთვალყურეობით მგზავრობის მომსახურებით. ეს სერვისი მოიცავს რეგისტრაციას, უსაფრთხოების გავლას და ჩასხდომის დროს ბავშვის დახმარებას, ფრენის დროს მეთვალყურეობას და დანიშნულების აეროპორტში თქვენ მიერ განსაზღვრული პირისთვის მის გადაცემას.

მშობლის მოთხოვნით აღნიშნული სერვისით სარგებლობა შეუძლიათ ასევე 14-დან 17 წლამდე არასრულწლოვნებს (მაგალითად ფრენის გადადების ან შეფერხების შემთხვევაში ბავშვის მეთვალყურეობის უზრუნველსაყოფად).

შენიშვნა: 5-დან 14 წლამდე ბავშვს შეუძლია იმგზავროს სულ მცირე 16 წლის ოჯახის წევრის თანხლებით.

შენიშვნა: 5 წლამდე ბავშვის მგზავრობა თანმხლები პირის გარეშე დაუშვებელია; ასევე ის ვერ ისარგებლებს ზემოხსენებული მომსახურებით.

UMNR-ის თანმხლები პირის ვალდებულებები:
  • ავიაბილეთის დაჯავშნა;
  • ბავშვის პასპორტის მონაცემების მიწოდება;
  • საჭირო სამგზავრო დოკუმენტების მომზადება;
  • ONECLICK AIRWAYS-ზე ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის გაფორმება;
  • ორივე მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, რომ თავის არასრულწლოვან ბავშვს აძლევენ თანხმობას მოგზაურობაზე;
  • UM Service Handling Form-ზე ხელმოწერა;
  • თანმხლები პირის გარეშე მგზავრობის მომსახურების საფასურის გადახდა – 60 ევრო თითო მიმართულებაზე.
ჩვენი ვალდებულებები:
  • მშობლის ან უფლებამოსილი პირის მიერ ყველა ფორმალობის შესრულების შემდეგ პასუხისმგებლობას ბავშვზე ვიღებთ ჩვენ.
  • ფრენის განმავლობაში ბავშვზე პასუხისმგებელია ბორტგამცილებელი, ხოლო დანიშნულების ადგილზე ჩასვლისას ბავშვი გადაეცემა კომპანიის წარმომადგენელს ან მშობელს/მეურვეს.
  • საჰაერო ხომალდზე არასრულწლოვანის უმეთვალყუროდ დატოვება დაუშვებელია.
  • ჩვენ გადმოგცემთ შესაბამის ფორმას, რომელიც უნდა შეივსოს ბავშვის მშობლების ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ. ის უნდა შეიცავდეს ფრენების დეტალებს, გამგზავრებისა და ჩამოსვლის აეროპორტებში ბავშვის მიმღები და გამცილებელი პირების სახელებსა და მისამართებს, აგრეთვე არასრულწლოვნის მშობლების მონაცემებს.
  • ფორმას ხელი უნდა მოაწეროს ბავშვის მშობელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა როგორც გამგზავრებისას, ასევე ჩასვლისას.
  • იმ შემთხვევაში, თუ ფორმა წინასწარ არ იყო შევსებული, იგი უნდა შეივსოს აეროპორტში რეგისტრაციის დროს.
ჩაფრენისას:
  • ჩასვლისას წარმომადგენელი ვალდებულია დახვდეს ბავშვს საჰაერო ხომალდის კარებთან.
  • გაატაროს საემიგრაციო და საბაჟო კონტროლი და დაეხმაროს მას ბარგის აღებაში.
  • მიაცილოს დამხვედრ პირთან, შეუმოწმოს საბუთები და მოაწერინოს ხელი.
  • იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს არავინ დახვდა, ეცადოს დაუკავშირდეს ყველა მითითებულ ტელეფონის ნომერზე.
  • აუცილებლობის შემთხვევაში ბავშვს დააბრუნებენ გამგზავრების აეროპორტში.

შენიშვნა: ზემოთ აღნიშნულ შემთხვევაში ყველა გადასახადი დაეკისრება მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს.


ორსული მგზავრი

30 კვირიდან ორსული მგზავრი ვალდებულია თან იქონიოს სამედიცინო ცნობა.

სამედიცინო ცნობა (სამედიცინო დაწესებულების ბლანკზე) უნდა გაიცეს გამგზავრებამდე არაუმეტეს 7 დღით ადრე, შესაბამისი სპეციალისტის მიერ და ის უნდა შეიცავდეს ექიმის სახელს, გვარს, ხელმოწერას და ცნობის გაცემის თარიღს.

ცნობა ასევე უნდა შეიცავდეს:

  • ორსულობის ვადას;
  • ნაყოფის რაოდენობას (მაგ. ტყუპები);
  • დასტურს ორსულობის გართულებების გარეშე მიმდინარეობის შესახებ;
  • გინეკოლოგის დასტურს იმის შესახებ, რომ ორსულობის დროს დასაშვებია ფრენა.

შენიშვნა: 36-ე კვირიდან ფრენა დაუშვებელია.


შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მგზავრობა

რეგისტრაციისას გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, ჩვენ უნდა ვიცოდეთ თქვენი საჭიროების შესახებ ბილეთის დაჯავშნის დროს. შეზღუდული მობილობის მგზავრის ფრენაზე დაშვებისას მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება, როგორიცაა მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობა, შეზღუდული მობილობის მგზავრთა რაოდენობა რეისზე, საჭირო აღჭურვილობის აუცილებლობა და სხვა.

ჯავშანი უნდა გაკეთდეს გამგზავრებამდე 72 საათით ადრე, მაგრამ არაუგვიანეს 24 საათისა გაფრენამდე.

ჯავშნის შესრულებისას უნდა გვაცნობოთ გესაჭიროებათ თუ არა ეტლი ან გაქვთ თუ არა სხვა საჭიროება.

საკუთარი ეტლით სარგებლობის შემთხვევაში უნდა გვაცნობოთ ეტლის მახასიათებლები, როგორიცაა ზომა, წონა, ტიპი (მათ შორის მექანიკურია თუ ელემენტით). თუკი ეტლი ელემენტიანია, უნდა მოგვაწოდოთ ინფორმაცია ელემენტის მოდელის ნომერზე, გადაზიდვისთვის საჭირო ზუსტი დასახელება ან ეტლის მოდელის ზუსტი დასახელება, მოდელი, ნომერი და სხვა.

ეტლების რაოდენობა შეიძლება შეზღუდული იყოს გარკვეული ტიპის თვითმფრინავებზე; ტვირთამწეობის შეზღუდვის გამო, კონტროლი ხორციელდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მგზავრთა რაოდენობის დაჯავშნის მეშვეობით.

თუკი თქვენი კუთვნილი ეტლი აჭარბებს დაშვებული ბარგის ნორმებს, გამოყენებული იქნება ზენორმატიული ბარგის ტარიფის გადასახადი.