Oneclick Airways-მა თბილისი — თელ-ავივის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი წარმატებით შეასრულა
11 ივლისი, 2026
•
მოვლენები
დღეისათვის OneClick Airways პირდაპირ რეისებს თელ-ავივის მიმართულებით როგორც თბილისიდან, ისე ბათუმიდან ასრულებს, რაც საქართველოსა და ისრაელს შორის მგზავრობას კიდევ უფრო კომფორტულსა და ხელმისაწვდომს ხდის.
OneClick Airways თბილისი — თელ-ავივისა და ბათუმი — თელ-ავივის მიმართულებით პირდაპირ რეისებს კვირაში ორჯერ — ყოველ ხუთშაბათსა და კვირას — თანამედროვე Boeing-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით ასრულებს, რაც მგზავრების კომფორტულ და უსაფრთხო ფრენას უზრუნველყოფს.
თბილისი — თელ-ავივისა და ბათუმი — თელ-ავივის მიმართულებით ბილეთების დაჯავშნა შესაძლებელია www.oneclick.aero-ზე, ასევე Oneclick Airways-ის ავტორიზებულ პარტნიორებთან.