ONECLICK AIRWAYS-ის თვითმფრინავი თბილისშია!

27 აგვისტო, 2025 მოვლენებს

2025 წლის 27 აგვისტოს თბილისში ჩამოფრინდა ONECLICK AIRWAYS-ის პირველი თვითმფრინავი — Boeing 737-800. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია პირველი ქართული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის ჩამოყალიბებისა და განვითარების გზაზე.

პირველი თვითმფრინავის ჩამოფრენით იწყება ჩვენი გზა: თავდაპირველად — ჩარტერული რეისებით, შემდგომ კი რეგულარული მიმართულებების განრიგით. ONECLICK AIRWAYS-ის მიზანია ხელმისაწვდომი მარშრუტების გაფართოება და თითოეული მგზავრისთვის თანამედროვე, უსაფრთხო და კომფორტული ფრენის შეთავაზება.