5 ადგილი თბილისში, რომლებიც საქართველოში მოგზაურობისას აუცილებლად უნდა ნახოთ

29 სექტემბერი, 2026 • მოვლენები

თუ შემოდგომის თავგადასავლისთვის ადგილს ეძებთ, სადაც მთელი ოჯახი სასიამოვნოდ გაატარებს დროს, თბილისი ნამდვილად იმ ქალაქებს შორისაა, რომლებიც თქვენს სამოგზაურო გეგმაში უნდა მოხვდეს.

სულ რამდენიმე საათის გზაზე, საქართველოს დედაქალაქი სტუმრებს ძველი თბილისის უნიკალურ ხიბლს, შთამბეჭდავ ხედებს, გამორჩეულ ქართულ სამზარეულოსა და მრავალფეროვან გამოცდილებას სთავაზობს, როგორც ბავშვებისთვის, ისე უფროსებისთვის.

1. ძველი თბილისი

თბილისის გაცნობა მისი ისტორიული ცენტრიდან დაიწყეთ.

ფერადი აივნები, ვიწრო ქუჩები, ძველი სახლები და მყუდრო ეზოები აქ განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის, ისეთს, რომელსაც ფოტოები სრულად ვერასოდეს გადმოსცემს.

ძველი თბილისი განსაკუთრებით კარგი არჩევანია ბავშვებთან ერთად სასეირნოდაც. აქ შეგიძლიათ ქალაქი საკუთარი ტემპით აღმოაჩინოთ, გაჩერდეთ იქ, სადაც მოგინდებათ და წინასწარ მკაცრად გაწერილი მარშრუტის გარეშე დატკბეთ გარემოთი.

2. ნარიყალას ციხე

ნარიყალა თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა და ქალაქის ერთ-ერთ საუკეთესო პანორამულ ხედს გთავაზობთ.

ნარიყალას ციხემდე საბაგიროთი ასვლაც თავისთავად საინტერესო გამოცდილებაა. ზემოდან კი თქვენს თვალწინ იშლება ძველი თბილისი, მტკვარი და ქალაქის გარშემო გადაჭიმული მთები.

ეს სწორედ ის ადგილია, საიდანაც თბილისს სრულიად განსხვავებული პერსპექტივიდან დაინახავთ.

3. აბანოთუბანი

აბანოთუბანი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული უბანია. ადგილი, სადაც ქალაქის ისტორია და ხასიათი განსაკუთრებით კარგად იგრძნობა.

აბანოთუბანი ცნობილია ისტორიული გოგირდის აბანოებით, დამახასიათებელი გუმბათებითა და ძველი, ატმოსფერული ქუჩებით. ცივ სეზონზე აქაურობას კიდევ უფრო განსაკუთრებული განწყობა აქვს.

გაისეირნეთ აბანოთუბნის ქუჩებში და უკეთ გაიცანით ისტორიას თბილისის დაარსების შესახებ.

4. მშრალი ხიდი

თუ ხელოვნება, ვინტაჟური ნივთები და ისტორიის მქონე ძველი საგნები გიზიდავთ, მშრალი ხიდის ბაზრობისთვის აუცილებლად გამოყავით დრო.

აქ შეგიძლიათ აღმოაჩინოთ თითქმის ყველაფერი: ანტიკვარული ნივთები, ძველი საკოლექციო საგნები და ხელნაკეთი ნამუშევრები. ქართული ხელოვნება მსოფლიო შედევრებს აქ განსაკუთრებით საინტერესოდ ერწყმის.

ეს არის ადგილი, სადაც ჩვეულებრივი გასეირნება შეიძლება პატარა თავგადასავლად, ნამდვილ „განძის ძიებად“ გადაიქცეს. მშრალი ხიდი არის ადგილი, სადაც თითქმის ყველა თაობის სტუმარი იპოვის რაიმე საინტერესოს.

5. მთაწმინდის პარკი

დღის დასრულება მთაწმინდის პარკში შეგიძლიათ.

ფუნიკულიორით მგზავრობა, თბილისზე გადაშლილი პანორამული ხედები და ოჯახებისთვის განკუთვნილი გასართობები ამ ადგილს მშვიდი შუადღის ან სასიამოვნო საღამოს გასატარებლად შესანიშნავ არჩევგადაწყვეტილებად აქცევს.

მთაწმინდა განსაკუთრებით კარგი ვარიანტია მაშინ, როდესაც რამდენიმე თაობის წარმომადგენელთან ერთად მოგზაურობთ. აქ ბავშვებსაც და უფროსებსაც შეუძლიათ ცოტა ხნით შეანელონ აჩქარებული ცხოვრების ტემპი და ქალაქით ერთად დატკბნენ.

ქალაქი, რომელიც ერთად ყოფნისთვისაა შექმნილი

თბილისის ერთ-ერთი მთავარი ხიბლი სწორედ ისაა, რომ ოჯახური მოგზაურობა აქ ბუნებრივად და მარტივად იქცევა სასიამოვნო გამოცდილებად.

ისტორიული ქუჩები, დასამახსოვრებელი კერძები, შთამბეჭდავი ხედები და ადგილები, სადაც ყველაზე ძვირფასი მომენტები ხშირად სწორედ უბრალო, ერთად გატარებული დროა.

შემოდგომა კი შესანიშნავი მიზეზია თბილისის სრულიად სხვა კუთხით აღმოსაჩენად და გზად ახალი ოჯახური მოგონებების შესაქმნელად.

დაგეგმეთ მოგზაურობა თბილისში თელ-ავივიდან

თუ თქვენს სამოგზაურო სიაში თბილისია, ისრაელიდან საქართველოში მოხვედრა მარტივად და ხელმისაწვდომ ფასად შეგიძლიათ. OneClick Airways გთავაზობთ პირდაპირ ფრენებს თელ-ავივსა და თბილისს შორის, რაც მაქსიმალურად გიმარტივებთ ხანმოკლე მოგზაურობის, საოჯახო დასვენების ან საქართველოში ხანგრძლივი მოგზაურობის დაგეგმვას.

რეისები თელ-ავივიდან და თბილისიდან სრულდება ყოველ ხუთშაბათს და კვირას, რაც მოგზაურებს ვიზიტის დასაგეგმად ყველაზე კომფორტულ განრიგს სთავაზობს. იაფი ავიაბილეთები და პირდაპირი რეისები საშუალებას მოგცემთ ნაკლები დრო დაკარგოთ მგზავრობაში და მეტი დრო დაუთმოთ თბილისის აღმოჩენას.

ეძებთ იაფ ფრენებს თელ-ავივიდან თბილისის მიმართულებით? შეარჩიეთ ხელმისაწვდომი ფრენები OneClick Airways-თან ერთად და დაიწყეთ თქვენი მოგზაურობის დაგეგმვა საქართველოში.