Oneclick Airways იწყებს პირდაპირ რეისებს თელ-ავივის მიმართულებით, როგორც თბილისიდან, ისე ბათუმიდან!
4 ივლისი, 2026
•
მოვლენები
2026 წლის 2 ივლისს ავიაკომპანიამ წარმატებით შეასრულა პირველი რეისი ბათუმი — თელ-ავივის მიმართულებით, რაც Oneclick Airways-ის განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია. აღნიშნული რეისი კვირაში ორჯერ, ყოველ ხუთშაბათს და კვირას შესრულდება.
2026 წლის 5 ივლისს ავიაკომპანია განახორციელებს პირველ პირდაპირ რეისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თელ-ავივის მიმართულებით. აღნიშნული რეისი ასევე კვირაში ორჯერ შესრულდება, ყოველ ორშაბათს და პარასკევს.
ახალი მარშრუტები საქართველოსა და ისრაელს შორის მოგზაურობას კიდევ უფრო მარტივსა და კომფორტულს გახდის როგორც ტურისტებისთვის, ისე საქმიანი ვიზიტებისთვის.
ბილეთების დაჯავშნა შესაძლებელია, როგორც ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.oneclick.aero ასევე Oneclick Airways-ის ავტორიზებულ პარტნიორებთან.